вторник, 22 сентября 2015 г.

კათედრის ანგარიში

. რუსთავის №6 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის  კათედრის 2014-2015 სასწავლო წლის  წლიური
              
2014-15 სასწავლო წელს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე თავდაპირველი შეხვედრა  შინაგანაწესისა და ეროვნული სასწავლო გეგმის სიახლეების გაცნობით დაიწყო. შემუშავდა წლიური სამუშაო გეგმა. შედგა შემაჯამებელი  წერების განრიგი.  შევადგინეთ სილაბუსები და თემატური გეგმები.   მნიშვნელოვანი იყო ის, რომ   დიდი ყურადღება გავამახვილეთ ტექსტის გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. წლის სგანმავლობაში კვირაში ერთხელ   ვატარებდით კითხვის საათს, რომელიც ხელს უწყობდა ყველა იმ მოთხოვნას, რასაც  ,,gp’’-ის  პროექტი  გულისხმობდა.
ასევე წლის დასაწყისში ჩავატარეთ  დიაგნოსტიკური  ეგრეთ წოდებული სკრინინგის ტიპის  ტესტირება  საინფორმაციო და მხატვრულ ტექსტებზე დაყრდნობით , სადაც გამოიკვეთა   ყველა ის პრობლემა, რომლის დაძლევაზეც  უნდა გვემუშავა  წლის განმავლობაში.  თავდაპირველად კვლევამ გვიჩვენა,   რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირდა ტექსტის გაგება- გააზრება,  ლექსიკურ მარაგზე მუშაობა,  ფაქტობრივი ინფორმაციის მოძიება და ასე შემდეგ. ამ პრობლემების დასაძლევად ვიმუშავეთ იმ რესურსებისა და მეთოდების გამოყენებაზე,  რომლის მიხედვითაც  შესაძლებელი იქნებოდა  პრობლემის აღმოფხვრა.
ამრიგად ტექსტის გაგება-გააზრებისათვის შევქმენით დიფერენცირებულ-ჰომოგენური ჯგუფები, რის მიხედვითაც მოსწავლეებს ეძლეოდათ შესაბამისი სირთულის დავალებები.  ლექსიკურ მარაგზე მუშაობისათვის  ვიყენებდით ისეთ აქტივობებს, როგორიცაა; სიტყვის პირამიდა , ვიზუალურ-ვერბალურ  ასოციაციური რუკა, ფრეიერის სქემა,  ,,1,2,3-ის’’   აქტივობა და ..  ეტაპობრივად ვატარებდით დიაგნოსტიკურ ტესტირებებს  შედეგების გასაზომად.  რესურსად ვიყენებდით  ,,gp-ის’’   მიერ მოწოდებულ მასალას,  შეფასების სქემებს და რუბრიკებს,  მოსწავლეთა მიერ დამზადებულ თვალსაჩინოებებს.
მნიშვნელოვანი  ფაქტი იყო ის, რომ    ხდებოდა  დასწრებები  ,,gp’’-ის წარმომადგენლების მიერ,  რომლის დროსაც მიმდინარეობდა  სამფაზიანი საჩვენებელი გაკვეთილები.   რომელმაც ვფიქრობთ,  საკმაოდ წარმატებით ჩაიარა.
ამას გარდა ტარდებოდა სხვადასხვა კლასებში ურთიერთდასწრებები და პროექტები.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი  სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას იღებდნენ როგორც საქალაქო, ასევე რეგიონულ ოლიმპიადებზე, სადაც გარკვეულ წარმატებებს აღწევდნენ.
V კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე მუხიაშვილი  წლის განმავლობაში მუშაობდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამივე მიმართულებით: ზეპირმეტყველება, კითხვა და წერა.
წლის დასაწყისშივე სასტარტო მდგომარეობის გამოსაკვლევად ჩაატარა დიაგნოსტიკური ტესტი საინფორმაციო ტექსტზე დაყრდნობით ,,ცნობისმოყვარე კალმახი’’მიზანი იყო ტექსტის გააზრება.კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს უჭირდათ გააზრებული კითხვა. მოსწავლეთა ნაწილს უადვილდებოდა ფაქტობრივი მასალის ამოკრება, ნაწილს კი სააზროვნო კითხვებზე პასუხის გაცემა.კლასის სუსტ მხარედ ითვლებოდა ლექსიკური მარაგის სიმცირე და მარტივი მხატვრული ხერხების ამიცნობა. ამის შემდეგ ეკა მუხიაშვილმა მიზნად დაისახა ლექსიკურ ერთეულებსა და  მხატვრულ გამომსახველობით ხერხების ამოცნობაზე მუშაობა. პრაქტიკაში  დანერგა ამ მიმართულებით მრავალფეროვანი აქტივობები, როგორიცაა: ფიქრის გორგალი, სიტყვის პირამიდა, ფრეიერის სქემა, ვიზუალურ-ასოციაციური რუკა, დაკარგული სიტყვები, ხუთსტრიქონიანი ლექსი და  .. მოსწავლეებს ამუშავებდა წყვილებში, გუნდურად, ჯგუფურად. ისინი ქმნიდნენ სხვადასხვა სახის ტექსტებს დამოუკიდებლად, ავლებდნენ პარალელს , განასხვავებდნენ მთავარსა და მეორეხარისხოვანს.
შედეგის თვალსაჩინოებისათვის ჩაატარა განმეორებითი ტესტირება ინფორმაციული ტექსტის გაგება-გააზრებაზე, როგორიცაა ,,შოკოლადი კვერცხად’’. შედეგი საგრძნობლად გაუმჯობესებული იყო.  ჩაატარა აგრეთვე გამართული კითხვის ტესტი ტექსტზე ,,კარგი გაკვეთილი’’კვლევამ აჩვენა, რომ რისკის ზონის მოსწავლეები კლასში არ არიან.
წლის განმავლობაში  აქვს  შემაჯამებელი წერა და სამი საკონტროლო, ორი სამოდელო გაკვეთილი  საინფორმაციო ტექსტზე ,,ჭიანჭველა’’ და ,,თინათინის გამეფება’’-შემაჯამებელი გაკვეთილი. მოსწავლეებს ასევე აჩვენა კინო-ფილმი  ,,იავნანამ რა ჰქმნა?!’’ და ,,აკაკის აკვანი’’. ჩაატარა პრეზენტაციები თემაზე ,,ჩემი ოჯახი’’, ,,ილია ჭავჭავაძე ‘’, ,,ალექსანდრე ყაზბეგი’’. მოსწავლეებს შეაქმნევინა თვალსაჩინოებები,  კედლის გაზეთები. კლასში მოაწყო კალიგრაფიის კონკურსი, როლური თამაში ,,თინათინის გამეფება’’.
ცხრა მოსწავლემ კლასიდან მონაწილეობა მიიღო ,,kings’’-ის  ქართული ენის ოლიმპიადაზე. აქედან შვიდი გახდა ფინალისტი უმაღლესი ქულებით.
ლეილა ხმალაძეს ჩატარებული აქვს შემაჯამებლის სავალდებულო რაოდენობა. VII კლასში ჰქონდა  . . ორბელიანის იგავების როლური თამაში.   პროექტი ,,რა შეუძლია ლექსებს’’? თანამედროვე პოეტების ლექსების მიხედვით. მოსწავლეები ამუშავა თემაზე  ,,რა არის ლექსი და რა შეუძლია ლექსებს?’’
შემდეგი პროექტის სახელწოდება იყო ,,ადამიანი და საზოგადოება’’, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეების მიერ ვერსიების გენერირებას  ,,რის გამო გარიყავს საზოგადოება თავის წევრს?’’, პრობლემის დასმას და ანალიზს, რეკომენდაციებს, რომელიც პრობლემას გადაჭრის.
შემოქმედებითი  თვალსაზრისით ჰქონდა მოსწავლის მიერ შექმნილი ზღაპრები სახელწოდებით ,,ჩვენ ვქმნით ზღაპარს’’.  ასევე ესეების შექმნის ხელოვნება მხატვრული და საინფორმაციო  ტექსტიდან  თეზისის, არგუმენტისა და დასკვნის საშუალებით მსჯელობის აგება.
IX კლასში პროექტი ,,დიდ ქართველთა ხსოვნისათვის’’. ჯგუფური მუშაობის პრინციპით  პრეზენტაციების მომზადება.  ადამიანებისა და საზოგადოების ურთიერთობა ილიას ,,სარჩობელაზედ ‘’ მიხედვით. დისკუსია თემაზე ,,ვინ არის დამნაშავე?’’ მიზანი-საზოგადოების როლი ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.  ქორალი-გუნდური კითხვა  . ლორთქიფანიძის ნოველების მიხედვით.
X კლასში საუბარი  თემაზე ,,ჰაგიოგრაფიის მიზნის განსაზღვრა და გააზრება ქრისტიანობის პროპაგანდის საქმეში, ჰაგიოგრაფი და პერსონაჟი, ძველი ქართული მეტყველება  და   ანბანი’’.   ასევე ჰქონდა მსჯელობა : პროლოგის ფუნქცია და როლი მთლიანად პოემის გააზრებაში ,,ვეფხისტყაოსნის’’ მიხედვით,   ,,მხატვრული ხერხები  ,,ვეფხისტყაოსანში’’,   ,,ვეფხისტყაოსანი და ქრისტიანული სწავლება’’’.
მაია აბრამიშვილმა  პირველი სემესტრის განმავლობაში ჩაატარა შემდეგი სახის სამუშაოები, როგორიცაა: ,,სულიერი ფერისცვალება პატარა დინოზავრში’’-VII კლასში.   წერითი სამუშაო ,,წიგნი თუ კომპიუტერი?’’ მისმა მოსწავლეებმა შექმნეს კლასის ჰიმნი  ,,სიმღერებად ქცეული ლექსების’’’ მაგალითზე.  ასევე შექმნეს ილუსტრირებული   წიგნები  სახელწოდებით ,,ჩვენ ვქმნით  ზღაპრებს.
XI კლაში ჰქონდა წერითი სამუშაო ,,ქართული თეატრის ისტორიის’’   მიხედვით, რომელიც  კლასში გამოფინეს კონკურსის სახით.  გამართეს დისკუსია  . ჭავჭავაძისა და  . გურამიშვილის ,,მართლის თქმის პრინციპისთემაზე.
XII კლასში კი ,,სამანიშვილის დედინაცვლის’’ შესწავლის შემდეგ მოაწყო ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება.
მარიამ სამადაშვილმა  ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილები ,, ,gpre’’-ის მიერ მოწოდებულ მასალაზე დაყრდნობით, როგორიცაა:,,ჭკვიანი ძაღლები‘’, ლეგენდა თბილისზე’’ და  ურთიერთ დაგეგმილი გაკვეთილი ,,შემოდგომა ბაბუა კოტესი’’ ასევე საინტერესო იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი საკმაოდ მრავალფეროვანი წიგნები.  ამ კლასში ხშირად ატარებდა  როლურ თამაშებს და დგამდა ინსცენირებებს, რომელთა შორის  გამოირჩევა ,,გოდერძი ჩოხელის ,,ცასწავალა’’ და გურამ პეტრიაშვილის ,,ამბავი მევიოლინესა და პატარა ჩიტისა.’’
29 ივნისს მონაწილეობა მიიღო მეოთხე პარალელურ კლასებს შორის ჩატარებულ  ჯგუფურ  მუშაობაში  მშობლებთან, მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად, სადაც მნიშვნელოვანი იყო ერთობლივი ჩართულობა.
განსაკუთრებით  საინტერესო იყო  ,, ,gpre’’-ის  პროექტის საპილოტე სკოლების შემაჯამებელ კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო  პედაგოგების მიერ ჩატარებული სამუშაოების ანგარიში.  წლის დასასრულს კი ამ კლასის მოსწავლეებს დაემშვიდობა  ლიტერატურული კომპოზიციით  სახელწოდებით: ,,ჩვენ გვიყვარს ლიტერატურა.’’
VII კლასში გარდა შემაჯამებელი ტესტირებებისა  ჩატარებული  აქვს პროექტი  სახელწოდებით ,,წიგნი თუ კომპიუტერი,’’ სადაც ყურადღება გაამახვილა  21-ის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე,  როგორიცაა; დამოუკიდებელი კვლევის , მოძიების, საკუთარი რესურსის შექმნის უნარ-ჩვევების გამოვლენა.
აპრილის თვეში  მონაწილეობა მიიღო   ქართული ენისა და ლიტერატურის  კვირეულში ჩატარებულ შემოქმედებით ღონისძიებაზე  მხატვრულ კითხვაში და წერის დღეზე  სახელწოდებით ,,ქართული ენა ჩვენი სულის საუნჯეა’’
IX კლასში ჰქონდა შემაჯამებელი გაკვეთილი  თემაზე ,,საუკუნო საგზალი’’, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს შესწავლილი მასალა .
20 აპრილს  ჩაატარა  პროექტი სახელწოდებით ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია’’ ნუგზარ შატაიძის მოთხრობის ,,მოგზაურობა აფრიკაში’’ მიხედცით .
ასევე შემოქმედებითი განვითარების თვალსაზრისით ჰქონდა ღონისძიება  სახელწოდებით ,,სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს’’
ქეთევან ნუროშვილი აქტიურად იყო  ჩაბმული  ,,gprei’’-ის პროექტში. მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე,  სადაც წარმოადგინა თემა სახელწოდებით ,,ლექსიკური ერთეულების გამდიდრების ყველაზე ეფექტური სტრატეგიები’’.  წლის განმავლობასი აქტიურად იყენებდა მათ მიერ მოწოდებულ სქემებს და აქტივობებს, რამაც სახალისო გახადა სწავლება მოსწავლეებისათვის.  გარდა შემაჯამებელი წერებისა და სადიაგნოსტიკო ტესტირებებისა  ჩაატარა  საჩვენებელი გაკვეთილი VI კლასში თემაზე ,,ბიჭი და ძაღლი’’, რომლის მიზანიც იყო ტექსტზე დაკვირვების,  გააზრების უნარ -ჩვევების გამომუშავება .  V-VIკლასში წლის ბოლოს ჩატარებულ სადიაგნოსტიკო  წერის შედეგებიდან  კვლავ გამოავლინა  ისეთი პრობლემა, როგორიც იყო ლექსიკური ერთეულების ამოცნობა, ფიქრობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო რთული ლექსიკური ერთეულების მიწოდება.
30 მარტს VIII კლასში ჩაატარა ინტეგრირებული პროექტი სახელწოდებით  ,,როდესაც ასე ახლოა გრემი’’ გეოგრაფიასთან, ისტორიასა და ხელოვნებასთან ერთად. პროექტი ითვალისწინებდა ტაძრის ისტორიული წარსულის გაცნობას, პოეზიის სიყვარულის გაღვივებას მოსწავლეებში, გეოგრაფიული მდებარეობის  სტრატეგიების გამოყენებას ქალაქის მშენებლობაში და არქიტექტურის გაცნობას.
17 აპრილს VIII კლასი ჰყავდა ხელნაწერთა ინსტიტუტში.  სადაც მოინახულეს ძველი ხელნაწერები. მან მოსწავლეებს აჩვენა, თუ რა იარაღებს იყენებდნენ  წიგნის შექმნისას. ამავე დღეს ეწვივნენ მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს,  სადაც გიდობა გაუწიათ  მწერლის შვილიშვილმა.  ეს დღე მისი მოსწავლეებისათვის  ამაღელვებელი იყო.
მაყვალა თოთიბაძემ  კითხვის სტრატეგიების გამომუშავების მიზნით ჩაატარა გაკვეთილი VI კლასში  .შატაიძის,,ჩემი სოფლის სამკითხველო
მედეა კოჭლამაზაშვილი  წლის განმავლობაში მუშაობდა შესაბამისი კალენდარული გეგმის მიხედვით. ჩატარებული აქვს  გეგმით გათვალისწინებული შემაჯამებელი  სამუშაოები და საკონტროლო  წერები.   განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა წაკითხულის გააზრებაზე, მხატვრულ კითხვასა და მართლწერის საკითხებზე.  ატარებდა ღია გაკვეთილებს და მუშაობდა პროექტებზე. უშვებდა კედლის გაზეთებს, რომელიც ასახავდა დროისა და მოვლენის შესაბამის თემებს. საინტერესო იყო მის მიერ ამორჩეული თემა ,,ნაწერი რჩება უკუნისამდე’’, რის მიხედვითაც მისმა მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაწერი წიგნი სახელწოდებით ,,წიგნებს თავისი ბედი აქვს’’. რომელშიც წარმოდგენილი იყო შესაბამისი ხელნაწერი ტექსტები. ამის საფუძველზე მოაწყო ექსკურსია თბილისის . ჯავახიშვილის სახ-ის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ნახეს არსებული  ხელნაწერთა მუზეუმი.
ასევე ჩაატარა  ხელოვნებასა და ისტორიასთან ერთად ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე ,,ეშმაკის ქვა’’ განსაკუთრებული ინტერესით შეასწავლა ბავშვებს  . ჭილაძის ლექსი ,,ყინწვისი’’, რის შემდეგაც მოინახულეს  თავად ყინწვისი.  ყურადღებას ამახვილებდა სახელმძღვანელოში არსებულ ,, პუბლიცისტიკაზე’’,  რომლის ნიადაგზე შექმნეს კედლის გაზეთი, რომელშიც წარმოდგენილი იყო თანამედროვე პუბლიცისტიკის ნიმუშები.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებს მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული  მუშაობისათვის და ვუსურვო  მათ წინსვლა მომავალ საქმიანობაში.




ქართული ენისა და ლიტერატურის  კვირეულზე აქტიური მონაწილეობისათვის  მოსწავლეთა დაჯილდოება


ღონისძიება ,,ო, ენავ ჩემო...’’






დაჯილდოება მხატვრული კითხვის კონკურსში



წერის დღე კვირეულში